Wednesday, 5 April 2017

"გაზაფხულდა"

პროექტის სახელი:   "spring" 

პროექტის მთავარი იდეა : მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს და გააღრმავებენ ცოდნას წელიწადის ერთ-ერთი ლამაზი დროის გაზაფხულის  შესახებ
პროექტის მნიშვნელობა/აქტუალობა: ამ პროექტით მოსწავლეები გაეცნობიან წელიწადის დროებს მათ თვეებს, ამინდის ცვლილებასა და კლიმატს წელიწადის სხვადასხვა დროში. კერძოდ კი ისაუბრებენ გაზაფხულის თემაზე.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებს განუვითარდებათ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი და პასუხისმგებლობის გრძნობა, ასევე   ისტ-ის საშუალებით ინფორმაციის  კვლევა-ძიების, ერთი ენიდან მეორე ენაზე (ინგლისურიდან ქართულად ან პირიქით ქართულიდან ინგლისურზე) თარგმნის, თანამშრომლობითი  და პრეზენტაციის წარმოდგენის უნარ-ჩვევები.
მონაწილეთა ასაკი: 9-10  წელი
ვადები და ხანგრძლივობა: 1 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება სხვადასხვა პრეზენტაციის ფაილები, შერჩეულ თემაზე ჩანახატები, მცირე ტექსტები, შეიქმნება ბლოგი სადაც განთავსდება  შექმნილი ელექტრონული მასალები, შეიქმნება სტენდი, რომელზეც განთავსდება ჩანახატების გამოფენა, შეიქმნება ანგარიში.
პროექტისთვის საჭირო რესურსები:კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი, სკანერი, ბიბლიოთეკა, დიდი ფორმატის ქაღალდი, საშლელი, ფლომასტერი, ბროშურები, სურათები, ყვავილები.
პროექტის მსვლელობა:  ბავშვებს ვაძლევ უფლებას აირჩიონ მათთვის საინტერესო თემა, ვაწვდი დაახლოებით 3 პროექტის სათაურს, რომელთაგან ჩევენ მათთვის აქტუალურს. სასურველი თემის არჩევის შემდეგ, ვიწყებთ პროექტზე მუშაობას.

საპროექტო თემის შერჩევის შემდეგ შეიქმნება პროექტის გეგმა და მისი განხორციელების ეტაპები: ვაცნობ თემის მიზნებსა და ამოცანებს. მოსწავლეთა ერთ ჯგუფს  დაევალებათ მოიძიონ და შეისწავლონ სურათები შერჩეული თემის მიხედვით. ასევე მოიძიონ ინფორმაცია საპრეცენტაციო მასალისათვისპროექტის მეორე  მონაწილეებს დაევალებათ შერჩეულ თემაზე შექმნან ჩანახატები, გააკეთონ აპლიკაციები (ყვავილები, პეპლები, ჩიტები და ..) მოიძიონ მცირე ლექსები სიმღერები  და ტექსტებიროგორც ინგლისურ ასევე მშობლიურ ენაზე. საერთო დავალება რაც ერთია მათთვის,  გავიდნენ ბუნებაში, დააკვიდნენ ხეხილისა და მცენარეთა ყვავილობის პროცესს, ბუნების გამოცოცხლებას მიადევნონ თვალი და დატკბენ მისი სურნელით, ეს ყველაფერი კი  არსებული რეალობის უკეთ აღქმაში დაეხმარებათ, გადაუღონ სურათები ბუნებას და ეს მსვლელობა ასახონ ფირზე. მოსწავლეებს უფლება აქვთ  თვითონ გაინაწილონ ფუნქციები, მასწავლებელი  კი აძლევს მითითებებს თუ როგორ და სად შეიძლება სასურველი ინფორმაციის მოძიება საჭიროების შემთხვევაში. ამის შემდეგ წერენ ანგარიშს და წარუდგენენ მასწავლებელს. მასწავლებელი კი ამ ყველაფერს გადაახარისხებს და მოსწავლეებთან ერთად შექმნის პროექტის საბოლოო ჩონჩხს. მოხდება დამუშავებული და შექმნილი ინფორმაციის ხელახლა დამუშავება, შეჯერება და კედლის სტენდის შექმნა. შეიქმნება ბლოგი, სადაც განთავსება დასკანერებული ჩანახატები, სურათები ლექსები, ვიდეო და ტექსტები. მოსწავლეები შეაჯერებენ პროექტს და დაიწყებენ პროექტის ელექტრონული ანგარიშის შექმნას. პროექტი, პროექტორის დახმარებით წარდგენილი იქნება ფართო საზოგადოებისთვის, დასასრულს მოსწავლეები ავსებენ თვითშეფასების ბარათებს.

ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტ. ხელოვნება, მუსიკა. ბუნება
პროექტის ხელმძღვანელინანა პაპუნიძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: nana.papunidze@gmail.com
პროექტის ბლოგი: meore2-nanapapunidze.blogspot.com